FAQ

არა, ჩვენი დანადგარი არ არის სეპტიკი. სეპტიკისგან განსხვავებით, ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი წყალს რეგულაციების შესაბამისად წმენდს და შესაბამისად ამ წყლის ხელმეორედ გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს.

ეს არის საკანალიზაციო ქსელის ალტერნატივა, ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი საკანალიზაციო წყლებს ბიოლოგიურად, ბაქტერიის დახმარებით, ყველანაირი ქიმიური დანამატების დახმარების გარეშე წმენდს. არსებობს როგორც ინდუსტრიული, ისე საყოფაცხოვრებო ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარები.

აუცილებელია ვიცოდეთ რამდენ მუდმივ მაცხოვრებელზეა გათვლილი ის შენობა, რომლისთვისაც ვარჩევთ დანადგარს.  ადამიანების რაოდენობაში იგულისხმება მუდმივად მაცხოვრებელთა რაოდენობა. ამას გარდა, სასურველია ვიცოდეთ ზუსტი გახარჯული წყლის კუბადურა მრიცხველის არსებობის შემთხვევაში.

პატარა გამწმენდებს, რომლებიც განკუთვნილია კერძო სახლებისთვის, მონტაჟისთვის არ გჭირდებათ ნებართვა, პირდაპირ არის შესაძლებელი რომ შეიძინოთ ჩვენი დანადგარი. ამასთან, ყველა პროექტი არის ინდივიდუალური და შესაბამისად სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ჩვენს გუნდთან.

სამუშაო პროცესში თქვენგან დამატებითი სახის ჩარევა, როგორიცაა ბაქტერიების დამატება, ფილტრების გამოცვლა და ა.შ. არ არის საჭირო. ჩვენს დანადგარებს მხოლოდ და მხოლოდ ესაჭიროებათ წელიწადში 2-3-ჯერ ჭარბი ლამის ამოღება ნიჩბით/ნასოსით. ლამს არ გააჩნია სუნი, არის მუქი ფერის და არის ვიზუალურად სველი ნიადაგის მსგავსი და შეგიძლიათ გამოიყენოთ სასუქად არასაკვები მცენარეებისთვის.

დიახ, შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, მაგ:

●თევზის გადამამუშავებელი ქარხნები;
●რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხნები;
●სასმელების მწარმოებლები;
●ლითონის გადამამუშავებელი ქარხნები;
●რკინიგზის ავზების გამწმენდი კომპანიები;
●ცხოველთა საკვების მწარმოებლები;
●კონსერვების წარმოება;
●ძეხვეულის მწარმოებლები;
●ხორცის გადამამუშავებელი ქარხნები;
●ნავთობის მომპოვებელი კომპანიები;
●ქიმიკატების და საღებავების მწარმოებლები;
●საკვები დანამატების მწარმოებლები;
●სასაკლაო;
●ხის გადამამუშავებელი კომპანიები;
●ტექსტილის მწარმოებლები;
●ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხნები;
●ლუდსახარში კომპანიები;
●ხორცის საშრობი საამქროები;
●შინაური ფრინველის ხორცის მწარმოებლები;
●ქაღალდის მწარმოებელი კომპანიები;
●ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები;
●სამშენებლო მასალების მწარმოებლები;
●სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლები და სხვ.

წყლის წმენდის ხარისხი შეესაბამება როგორც საქართველოს, ისე ევროპის მოთხოვნებს.