
მრავალოჯახიანი სახლები
ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები მრავალბინიანი სახლებისთვის, როგორც დაბალი, ისე მაღალსართულიანი კორპუსებისთვის, დასახლებებებისთვის, და ა.შ.
KLARO-ს ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარები ასევე ძალიან ხელსაყრელია მრავალბინიანი სახლებისთვის, რამდენიმე სახლის ან მთელი სოფლის გაერთიანებებისთვის. ზოგადად, რაც უფრო დიდია გამწმენდი ნაგებობა, მით უფრო დაბალი ფასი გამოდის ერთ მოსახლეზე.
KLARO -ს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა ამუშავებს ყველა ჩამდინარე წყალს მხოლოდ ბიოლოგიურად, ავტომატურად, უსაფრთხოდ და შეუმჩნევლად. გარდა ამისა, დანადგარს სჭირდება მხოლოდ მინიმალური სივრცე, ელექტროენერგია და მოვლა. ამავდროულად, ყველა საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებს.

KLARO -ს მრავალოჯახიანი ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარი ძირითადად შედგება ერთი ან მეტი გამწმენდისგან, კომპლექტით და საკონტროლო კაბინეტით. აქ განსაკუთრებული მახასიათებელია ის, რომ საკონტროლო კაბინეტი და გამწმენდი ფიზიკურად განცალკევებულია;
ამგვარად, მგრძნობიარე კომპონენტები არ შედის კონტაქტში ჩამდინარე წყალთან. (ჩამდინარე წყლისა და ტექნოლოგიის ერთმანეთსგან გამოყოფა)
თითოეული დანადგარი იწყობა ინდივიდუალურად, დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. (მოდულური პრინციპი)