ჰიდრო ჯგუფი საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარების ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს.
მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებებს ამ დანადგარების პროექტირება, მონტაჟი და შემდგომი მომსახურებები წარმოადგენს.
ამჟამად კომპანია თანამშრომლობს ევროპის წამყვან მწარმოებლებთან, რომლებსაც საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარების კუთხით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ფლობენ ხარისხის სერტიფიკატებსა და საკუთარ დაპატენტებულ ტექნოლოგიებს.
ჰიდროჯგუფი ნებისმიერი ინდუსტრიის მცირე თუ მასშტაბურ პროექტს ინდივიდუალურად განიხილავს, დამკვეთის საჭიროებებს კვალიფიციური გუნდის დახმარებით შეისწავლის და მათ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არგებს.
კომპანიის მიერ დანადგარები დამონტაჟებულია ქუთაისის აეროპორტში, იუსტიციის სახლებში, ლილოს ბაზრობაზე, გარდაბნისა და მარნეულის საცხოვრებელ კორპუსებში, სასტუმროებში, ათობით სკოლასა და სხვა სახის ობიექტებზე.
2020 წლიდან ჰიდროჯგუფი ბიოლოგიურ გამწმენდ დანადგარს HT -ს ( ჰიდროტეს) აწარმოებს, რაც ამცირებს პროდუქციაზე გაწეულ ხარჯს და მას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
HT-ს წარმოებისთვის მხოლოდ ევროპული მასალები გამოიყენება და ხარისხის შესაბამისად, დანადგარების საექსპლუატაციო გარანტია 10 წელია. ტექნოლოგია აკმაყოფილებს წყლის წმენდის ევროპულ სტანდარტებს, არის დაპატენტებული და აქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ISO 9001 სერტიფიკატები.
ჰიდრო ჯგუფის უპირატესობებია:
-
გამწმენდის პროექტირების ინდივიდუალური მიდგომა
-
სრულყოფილი/სრულფასოვანი მომსახურება - ( პროექტირება, მოსამზადებელი სამუშაოები, მონტაჟი, დანადგარის გაშვება, მომსახურება);
-
დაპატენტებული და სერტიფიცირებული დანადგარები;
-
ექსპლუატაციის 10-წლიანი გარანტია;
-
HT დანადგარის დისტანციური მართვის შესაძლებლობა;
-
ენერგოეფექტურობა;
-
წყლის წმენდის ევროპული სტანდარტი;
-
HT დანადგარის დახვეწილი დიზაინი;
-
მრავალწლიანი გამოცდილება — 120 მდე დასრულებული პროექტი;
-
ევროპული სტანდარტებით დამზადებული, ადგილობრივი წარმოების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი
-
დაბალი ფასი